16 წლის მოზარდი, მეგობრებთან ერთად ბორჯომის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გოგირდის აბანოებიდან სახლში ბრუნდებოდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ამ დროს კლდე ჩამოიშალა, დიდმა ლოდებმა კი მოზარდი ქვეშ მოიყოლა და მისი სიცოცხლე იმსხვერპლა.
როგორც ამბობენ, სასწრაფო დახმარების ბრიგადას 16 წლის ახალგაზრდა უკვე გარდაცვლილი დახვდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კურორტზე დასასვენებლად იმყოფებოდა, იგი პროზექტურიდან თბილისში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
საქმეს შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველო იძიებს.
წყარო:http://borjomi.tv/?menuid=14&id=1308&lang=1