მმართველი ძალა საჯარო მოხელეებზე ზეწოლას ახდენს– ეს განცხადება ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დღეს გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა.
ახალციხის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლები, საჯარო სკოლისა და ბაგა–ბაღის მასწავლებლებს, საპარლამენტო არჩევნებზე, ბიულეტენში ,,ქართული ოცნების“ ნომრის შემოხაზვას სთხოვენ. გელა დემეტრაძე ამბობს, რომ ზეწოლის შესახებ, ,,ნაციონალურ მოძრაობაში“ არაერთმა პედაგოგმა განაცხადა.
,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ გაკეთებულ განცხადებას, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გამოეხმაურა. ზაზა მელიქიძე გელა დემეტრაძის ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს.