ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობის ანგარიში მოისმინეს. დავით ლომიძემ დეპუტატებს 11 თვის განმავლობაში მიღებული დადგენილებებისა და განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„ფრაქცია – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ დავით ლომიძეს ანგარიშში გაჟღერებული საკრებულოს სხდომების დახვეწის საკითხი დაუწუნა. გარდა ამისა, გააპროტესტა გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებზე გაცემული პრემიები და დანამატები. „აქ არსად იყო ნახსენები ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში არსებული ხარვეზები“ –აღნიშნა მაკა სუდაძემ.
ავტორები: თიკო კურტანიძე, რამაზ ალავიძე.