ახალციხის ციხის დირექტორის მოვალეობას ორი დღეა ლაშა ამირეჯიბი ასრულებს. იგი დირექტორის თანამშემწედ კულტურის სფეროში მიმდინარე წლის 8 იანვარს დაინიშნა.
გუჯა ბიჭაშვილი “მეცხრე არხთან” ამბობს, რომ შვებულება აიღო და მის მოვალეობას ლაშა ამირეჯიბი მხოლოდ ამიტომ ასრულებს. კითხვაზე – როდის დაბრუნდება სამსახურში, ციხის დირექტორი აცხადებს, რომ მოვალეობის შესრულებას, შესაძლოა, ორ კვირაში, ან ერთ თვეში შეუდგეს. მისივე თქმით, ტერიტორიული ოპტიმიზაციის შედეგედ ახალციხის ციხე მერიის შემადგენლობაში გადავა. რას გადაწყვეტენ მერიის წარმომადგენლები ციხის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით, გუჯა ბიჭაშვილი ამაზე ვერ საუბრობს.
ამ დროისათვის ახალციხის ციხე ადგილობრივ საკრებულოს ექვემდებარება.