აბასთუმანს
ელექტროენერგია არ მიეწოდება. ადგილობრივები იტყობინებიან, რომ
ელექტროენერგია წვიმის დროს გამოირთო. ამის მიზეზი
აბასთუმნის 35 კილოვოლტიან ქვესადგურზე შექმნილი ავარიული სიტუაციაა.
“ენერგო პრო–ჯორჯიას” ახალციხე–ადიგენის მომსახურების ცენტრში
განმარტავენ, რომ მდგომარეობა სერიოზულია. ამ დროისათვის
სპეციალისტები პრობლემის აღმოფხვრის მიზნით უკვე მუშაობენ. როდის
აღუდგება მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება – კომპანიაში ამაზე
ვერ საუბრობენ.