ასპინძის ქუჩაზე
ხანძარია. “მეცხრე არხის” ინფორმაციით, ამ დროისათვის 36–ე
კორპუსის სამი სართული – მესამე, მეოთხე და
მეხუთე სართულები იწვის. ადგილობრივების თქმით, ორი ბინა
მთლიანად დამწვარია. დაშავებულები არ არიან.
ადგილზე მობილიზებულნი არიან სახანძრო–სამაშველო სამსახურის ჯგუფები და სამართალდამცველები.
ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დროისათვის უცნობია. მეხანძრეები ვარაუდობენ, რომ ცეცხლი თავდაპირველად მესამე სართულის ერთ–ერთ ბინაში გაჩნდა.
ხანძარის შესახებ შეტყობინება ახალციხის სახანძრო–სამაშველო სამსახურში დაახლოებით 15:00 საათზე შევიდა.