სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო
უნივერსიტეტმა ლოგო შეიცვალა.
როგორც უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა განმარტავს, საგანმანათლებლო დაწესებულებამ ავტორიზაცია გაიარა, მესამე საფეხური -დოქტორანტურა დაემატა, შესაბამისად, მან ახალი სტსტუსი მოიპოვა და საჭირო გახდა ლოგოც შეცვლილიყო.
მათივე თქმით, ძველ ლოგოზე დატანილი იყო უნივერსიტეტის სახელწოდება “სამცხე-ჯვახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი”. ახალი სტატუსის მიღების შემდეგ, უნივერსიტეტი სახლემწიფო გახდა.
სასწავლებლის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ უნივერსიტეტის სხვა სიმბოლოებიც შეიცვლება.