ახალქალაქის #1-ელ
საარჩევნო უბანზე, განმეორებითი კენჭისყრის პირველადი შედეგების
მიხედვით, უპირატესობა კვლავ ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარმა
დეპუტატმა მოიპოვა. ნაირ ირისიანმა ამომრჩეველთა 371 ხმა
მიიღო. რაც შეეხება ,,არასაპარლამენტო ოპოზიციის” საარჩევნო
სუბიექტს, გრიგოლ წუწუმიამ 241 ხმა დააგროვა.
#40-ე ახალქალაქის საარჩევნო ოლქში, #1-ე უბანზე სულ 1521 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. მათგან დღეს საკუთარი პოზიცია 682-მა დააფიქსირა. იმავე უბანზე, 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა 525-მა ამომრჩეველმა მიიღო.
განმეორებითი კენჭისყრის საბოლოო შედეგები ცნობილი ხვალისთვის იქნება. უბანზე ხმის დათვილის პროცედურა ჯერ არ დასრულებულა. აქ დასადგენია გაბათილებული ბიულეტენების რიცხვი.
,,ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა გამარჯვება ფეიერვერკით უკვე აღნიშნეს.