17:00 საათის მონაცემებით, ახალქალაქის #1–ელ უბანზე
ამომრჩეველთა დაახლოებით 35%–იანი აქტივობა ფიქსირდება.
აქ რეგისტრირებული 1521 პირიდან საკუთარი არჩევანი 556–მა
მათგანმა გააკეთა. საარჩევნო უბანი ზუსტად 20:00 საათზე დაიხურება,
რის შემდეგაც ხმების დათვლის პროცესი დაიწყება.
ამ დროისათის, #40–ე ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი არ შესულა. #1–ელ უბანზე კი ერთი განცხადება ,,მრავალეროვანი საქართველოს” წარმომადგენლებმა დაწერეს. მათი თქმით, ამომრჩეველი, რომელმაც საკუთარი პოზიცია გადასატანი ყუთის მეშვეობით დააფიქსირა, ხმის მისაცემად უბანზეც მივიდა. განცხადების საფუძველზე, აღნიშნულ ამომრჩეველს #1–ელ უბანზე კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა აღარ მიუღია.
განმეორებითი კენჭისყრის შედეგების დათვლა 20:00 საათის შემდეგ დაიწყება.