ახალქალაქში, #1–ელ საარჩევნო უბანზე მყოფმა ,,არასაპარლამენტო
ოპოზიციის” წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს 104 კაციანი სია
წარმოუდგინეს. პოლიტიკური ბლოკის ერთ–ერთი ლიდერის, ბეჟან გუნავას
განმარტებით, ნუსხაში გარდაცვლილი პირებისა და იმ ამომრჩეველთა
სახელები და გვარებია, რომლებიც ამ დროისათვის საქართველოში არ
იმყოფებიან. მისივე მტკიცებით, აღნიშნული 104 პირი ერთ–ერთ
უბანზე იყო რეგისტრირებული და 15 ივნისის არჩევნებში მონაწილეობდა. ამ
ეტაპზე იგი უბანს არ აკონკრეტებს. ბეჟან გუნავას თქმით,
აღნიშნულს ,,არასაპარლამენტო ოპოზიცია” გაასაჩივრებს.
შეგახსენებთ, რომ ახალქალაქის #1–ელ საარჩევნო უბანზე, ამ დროისათვის განმეორებითი კენჭისყრა მიმდინარეობს. 12 საათის მონაცემებით, აქ რეგისტრირებული 1521 პირიდან საკუთარი პოზიცია მხოლოდ 200 მათგანს ჰქონდა დაფიქსირებული, ამ წუთებში ამომრჩეველთა ნაკადმა იმატა.
აღნიშნული კენჭისყრის საფუძველზე ამომრჩევლები მაჟორიტარ დეპუტატებს აირჩევენ, რომელთა მეშვეობითაც ახალქალაქის 37 კაციანი საკრებულო დაკომპლექტდება. მასში 6 დეპუტატი ,,არასაპარლამენტო ოპოზიციიდან” შევა.