#40–ე ახალქალაქის საარჩევნო ოლქში 5 უბანზე
ხმები განმეორებით გადაითვლება. ეს გადაწყვეტილება ახალქალაქის
რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა, რომელმაც ბლოკ
,,არასაპარლამენტო ოპოზიციის” 1 სარჩელი, 27 ივნისს, 4 კი გუშინ
დააკმაყოფლა.
პოლიტიკური პარტიის წარმოამდგენელთა განმარტებით, უბნებზე ხმები გაყალბდა. აღნშნულთან დაკავშირებით, მათ სასამართლოს ვიდეო მასალა წარუდგინეს. როგორც ,,არასაპარლამენტო ოპოზიციის” ლიდერები ამბობენ, 5–ივე უბანზე ბიულეტენები თავიდან დაითვლება, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია არა მხოლოდ გამარჯვებული დეპუტატის, არამედ ახალქალაქის გამგებლობის კანდიდიატიც შეიცვალოს.
შეგახსენებთ, რომ 15 ივნისის, არჩევნების შედეგად, #40–ე ახალქალაქის საარჩევნო ოლქში გამარჯვება ,,ქართული ოცნების” მიერ წარმდგენილმა სუბიექტებმა მოიპოვეს. აქ 5 საარჩევო უბანზე ხმები განმეორებით მას შემდეგ დაითვლება, რაც #1–ელ უბანზე ხელახალი კენჭისყრის შედეგები ცნობილი იქნება.