„პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა ხალხისთვის“ ადიგენის რაიონულ ოფისში პრესკონფერენცია გაიმართა. ორგანიზაციის თავმჯდომარის თქმით, გაერთიანებული ბლოკიდან პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ გასვლით, პარტია არ იშლება.
საარჩევნოდ მუშაობას ისინი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გარეშე გააგრძელებენ. თეიმურაზ ნარიმანიშვილს თქმით, მათი გუნდი ერთიანია და პოზიციას ყველა წევრთან შეთანხმებით აჟღერებს.
ავტორები: თიკო კურტანიძე, რამაზ ალავიძე.