ახალციხისა და ადიგენის გაერთიანებულ ოლქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს ასრულებს.
ვაჟა ჩიტაშვილის თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მან ყველა სოფელი შემოიარა. ამ დროისათვის, იგი ახალციხეში კარდაკარის პრონციპით დადის და საარჩევნო ბუკლეტებს თავადვე არიგებს, ესაუბრება მოსახლეობას.
მისი თქმით, პრობლემები თითქმის ყველგან ერთნაირია. ადგილობრივები ჩივიან უმუშევრობაზე, ინფრასტრუქტურის გაუმართაობაზე, სიღარიბეზე. ვაჟა ჩიტაშვილი მოსახლეობას პრობლემების მოგვარებს პირდება.
ავტორები: თიკო კურტანიძე, რამაზ ალავიძე