ახალქალაქში განვითარებულ მოვლენებთან
დაკავშირებით, დღეს პრესკონფერენცია გამართა არასაპარლამენტო
ოპოზიციის ერთერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ. როგორც მან სააგენტო
,,პირველის“ პრესკლუბში“ განაცხადა, არჩევნების გაყალბება ყველაზე
ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად შეიძლება შეფასდეს.
,,მე პირადად არ მივეკუთვნები ისეთ პოლიტიკოსთა რიგს, რომელსაც უყვარს რაიმეს გაზვიადება და წაგებული ომის შემდგომ მჯიღების ქნევა. ჩვენ პირველ ორ დღეს საერთოდ არ გაგვიკეთებია არანაირი საპროტესტო განცხადება, რადგანაც ჩავთვალეთ რომ დაბალი აქტივობის პირობებში მივიღეთ ის შედეგი რაც , რომელიც არ აღმოჩნდა საკმარისი ბარიერის გადასალახად. მაგრამ შემდეგ ჩვენი წარმომადგენლებისგან მოწოდებულმა ინფორმაციამ, დაგვანახა სხვა სურათი, რაც აშკარად არ ჯდება სამართლიანი არჩევნების ჩატარების ჩარჩოში“.
მისი თქმით, არჩევნების შედეგები ტოტალურად გაყალბდა.
,,სრული დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის გამგებლობის კანდიდატი ახალქალაქში, არტაშეს ფალანჯიანი არის გამარჯვებული პირველსავე ტურში და პროპორციული ნაწილი არის მოგებული“
ფიქრია ჩიხრაძემ ბოლო დღეებში, ახალქალაქში სპეცსამსახურების მობილიზებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს დაუშვებელია, რასაც არჩევნებთან არანაირი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს.
,,იქ მობილიზებული იყო მთელი სპეცსამსახურები და კონტრდაზვერვა, საერთოდ რა ესაქმება კონტრდაზვერვას არჩევნებთან, აბსოლიტურად გაუგებარია. ეს ხალხი როგორც ქართველები ასევე სომხები იყვნენ საპროტესტოდ გამოსულები, მშვიდობიანად. ეს არის ხალხი, რომელიც მართლა სახელმწიფოებრივად აზროვნებს. ვერავინ ვერ მოახერხებს იმას რომ მათ სეპარატისტული იარლიყი მიაკეროს, ისინი იბრძვიან თავისი უფლებისათვის.“
,,უსერიოზულესი კანონდარღვევაა, ის ყველაფერი რაც ხდება ახალქალაქში. ,,მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლების მიერ გადაღებულ ვიდეოფაილებში დაფიქსირებულია, ბევრი დარღვევა. ეს ყველაფერი წავა სასამართლოში. ჩვენ ბოლომდე ვაპირებთ ვიბრძოლოთ ახალქალაქის ხმებისათვის“-განაცხადა მედიასთან ,,ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ.
წყარო: http://topnews.mediamall.ge/?id=111801