ამ წუთებში #40 ახალქალაქის
საარჩევნო ოლქში პირველი უბნის ბიულეტენებს ითვლიან. არასამთავრობო
ორგანიზაციებმა „მრავალეროვანმა საქართველომ“ და „ახალგაზრდა იურისტთა
ასოციაციამ“ კახა კუკავასთან ერთად აღნიშნული უბნის გაბათილება და
არჩევების განმეორებით ჩატარება მოითხოვეს. სამოქალაქო სექტორის
წარმომადგენლებმა აღნიშნული მოთხოვნა „მრავალეროვანი საქართველოს“
მიერ გადაღებული ვიდეოს საფუძველზე წამოაყენეს, სადაც ჩანს, რომ
კომისიის წევრებს დაულუქავ სიაზე ხელი მიუწვდებოდათ. საოლქო კომისიამ
მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ვიდეო–მასალა კი მტკიცებულებად არ
მიიღო, რადგან მისი წარდგენა საარჩევნო კომისიამ დაგვიანებულად
ჩათვალა. აღნიშნულ უბანზე მხოლოდ ხმების თავიდან გადათვლა
გადაწყდა.
დღეს ახალქალაქის საოლქოში 8 უბანზე დაწერილი საჩივრები განიხილეს.
აქედან, #10, #16, #25 და #46 საარჩევნო უბნების კომისიის
თავმჯდომარეებსა და მდივნებს 500–500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ.
საჩივრების განხილვის პარალელურად შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე
მიმდინარეობდა „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ მხარდამჭერთა
საპროტესტო აქციაც.
კახა კუკავა საარჩვენო ოლქის მიერ ჩატარებულ სხდომას
არალეგიტიმურს უწოდებს და ამბობს, რომ იგი
სახელმწიფო და უმცირესობის ენაზე არ მიმდინარეობს. იგი
ბრძოლის გაგრძელებას ცესკოში აპირებს და დარწმუნებულია, რომ შედეგების
ანულირება მოხდება .