#40–ე ახალქალაქის საარჩევნო ოლქის შენობაში საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცველები საოლქო კომისიის თავმჯდომარემ ჰასმიკ მარანგოზიანმა მას შემდეგ გამოიძახა, რაც შენობაში ერთ–ერთმა პიროვნებამ მინა ჩაამსხვრია.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც #40–ე ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიამ “არასაპარლამენტო ოპოზიციის” საჩივრები არ დააკმაყოფილა. კახა კუკავა მხარდამჭერებთან ერთად შენობაში შეიჭრა და თავმჯდომარეს საჩივრების სამართლიანად განხილვა მოსთხოვა. ცესკოს წარმომადგენელმა სოსო პარუნაშვილმა კუკავას განუცხადა, რომ კომისიის სხდომა კანონის სრული დაცვით ჩატარდა. აღნიშნულმა კი “არასაპარლამენტო ოპოზიციის” ლიდერის გაღიზიანება გამოიწვია და მან საოლქოს კომისიის წარმომადგენლები ბიულეტენების გაყალბებაში დაადანაშაულა.
პარალელურად, საოლქოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე “არასაპარლამენტო ოპოზიციის” მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ამ დროისათვის აქცია პარტიის ოფისთან მიმდინარეობს, რომელსაც 300–მდე ადგილობრივი ესწრება.
იხილეთ ფოტოკოლაჟი: