ასპინძის #39 საარჩვენო ოლქში უბნები უკბე დაიხურა. 20:00 საათის მონაცემებით კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა 6 694–მა ამომრჩველმა მიიღო, რაც 69%–ს შეადგენს.
ოლქის თავმჯდომარის როსტომ მაგრაქველიძის განმარტებით, ეს რეგისტრატორების მიერ დათვლილი ხმებია და ზუსტი რაოდენობა ჯერ გარკვეული არ არის.
ამომრჩეველთა აქტივობის მიხედვით, 2014 წლის თვითმართველობის არჩევნებში ასპინძის მოსახლეობის 31%–მა მონაწილეობა არ მიიღო.
ხმათა რაოდენობით, რომელი პოლიტიკური პარტია ან კანდიდატი ლიდერობს, ეს საარჩვენო ყუთების გახსნისა და ბიულეტენების დათვლის შემდეგ გახდება ცნობილი.