#38–ე ადიგენის საოლქო
საარჩევნო კომისიაში ამ დროისათვიოს ერთი საჩივარი შევიდა.
,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“
დამკვირვებლებმა დარღვევა უდის #12–ე უბანზე დააფიქსირეს. როგორც
არასამთავრობო ორგანიზაციის, ადიგენის კოორდინატორი, თეა დანგაძე
განმარტავს, 15:00 საათისათვის უბანზე ხმების დათვლის პროცესში,
ერთ–ერთი რეგისტრატორის მიერ დაფიქსირებული ამომრჩეველთა ხელმოწერები,
გაცემული ბიულეტენების რაოდენობას არ დაემთხვა. მას 6 ბიულეტენით
ზედმეტი ჰქონდა გაცემული.
#38–ე ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ჯაბა
მაჭარაშვილი განმარტავს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით რეგისტრატორი
ახსნა–განმარტებას დაწერს, რომელსაც თან დაურთავენ შემაჯამებელ ოქმს.
შესაბამისად, იგი ხმების დათვლის პროცესში გათავლისწინებული
იქნება.
ასევე ცნობილია ადიგენის ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა. 17:00
საათისათვის უბანზე 7497 ამომრჩეველი მივიდა, რაც საერთო რაოდენობის
48%–ს შეადგენს.