ხუთი საათის მონაცემებით, ასპინძის #39 –ე საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა აქტივობამ 59% შეადგინა.
კომისიის თავმჯდომარის როსტომ მაგრაქველიძის განმარტებით, კენჭისყრაში მონაწილეობა ამ დროისათვის 5 720–მა ადამიანმა მიიღო.
#39 –ე საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ დროისთვის უბნებზე კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და არცერთი საჩივარი არ დაწერილა.