“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ–ერთი ლიდერი გიგი უგულავა დღეს ნუგზარ წიკლაურთან ერთად, ადიგენის მოსახლეობას შეხვდა.
დაბის კულტურის სახლში ადგილობრივებთან მან პარტიის წინასაარჩვენო გეგმებზე ისაუბრა.
გიგი უგულავამ ადიგნელებს გამგებლობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა.
შეხვედრის დასასრულს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ–ერთმა ლიდერმა დარბაზში შეკრებილებს ვანო მერაბიშვილის წერილიც წაუკითხა, რომელიც პარტიის გენერალურმა მდივანმა ადიგნის მოსახლეობას გამოუგზავნა.
“მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ მიუხედავად თქვენზე განხორციელებული ყოველდღიური ზეწოლისა და დაშინების მცდელობისა, კვლავ ჩვენს გვერდში დგახართ და იცავთ, იმ იდეალებს და ღირებულებებს, რისთვისაც ჩვენ ყველა ვიბრძვით”–წერს ვანო მერაბიშვილი.
იგი წერილში ასევე იმ პროექტებზე საუბრობს, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს სამცხე–ჯავახეთში განხორციელდა.
“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების ვიზიტი ადიგენში, ნახეთ “ექოს” მთავარ გამოშვებებში.