73 წლის გერმანელი ექსპერტი ჰანს ჰოეფლე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ყოფნისას დაიკარგა. შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა.
ჰანს ჰოეფლე ბოლოს 8 ივნისს, დღის მეორე ნახევარში, სამეცხვარიოს და ლომისმთის მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს, რის შემდეგაც აღარ გამოჩენილა.
უკვე მესამე დღეა ძებნის პროცესი მიმდინარეობს როგორც ქვეითად, ისე ვერტმფრენებით.
ძებნით სამუშაოებს შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები აწარმოებენ.
გერმანელი ექსპერტი გარემოს დაცვის საკითხებზე მუშაობს.