,,სალომე ზურაბიშვილი–საქართველოს გზას“ #37–ე ახალციხის საარჩევნო ოლქში პარტიული სია აღუდგა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ აღნიშნულ პატიას ხმა მისცენ.
,,საქართველოს გზას“ საარჩევნო ოლქში პარტიული სია მას შემდეგ გაუუქმდა, რაც საკუთარი კანდიდატურა 3–მა პირმა მოიხსნა. მანანა იაძემ, ნინო ნარიმანიძემ და იოსებ ასპანიძემ პირადი განცხადების საფუძველზე, #37–ე ახალციხის საარჩევნო ოლქში რეგისტრაციის შეწყვეტა მოითხოვეს.
პარტიის ერთ–ერთი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ოლეგ სანდროშვილი ამბობს, რომ კანდიდატებმა განცხადებები ზეწოლის შედეგად დაწერეს, თუმცა ვინ ახდენდა მათზე გავლენას, ამაზე სანდროშვილი არ საუბრობს.
3 დეპუტატის კანდიდატურის მოხსნის შემდეგ სიაში კანონონის შესაბამისად დადგენილ მინიმუმზე ნაკლები რაოდენობა დარჩა, ამიტომ რეგისტრაცია ,,სალომე ზურაბიშვილი–საქართველოს გზის“ პარტიულ სიაში მყოფ ყველა კანდიდატს გაუუქმდა.
ცესკოს 3 ივნისის სხდომაზე კი კანონში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვბითაც თუ პარტიულ სიაში კანდიდატების რაოდენობა საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მინიმუმზე ნაკლები იქნება, შესაბამისი საარჩევნო კომისიის განკარგულებით, სია არ გაუქმდება.