ახალციხის მერია ახალ შენობაში გადავიდა. დღეიდან, 26 სექტემბრიდან, ქალაქის თვითმმართველობამ მუშაობა ახალ ადმინისტრაციულ შენობაში დაიწყო.
ახალციხის მერია, გამგეობის ყოფილ შენობაში გადავიდა, რომელიც კოსტავას ქუჩის № 18- ში მდებარეობს. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, აქ მერია, ქალაქის საკრებულო და ა(ა)იპ–ები განთავსდა.
4 623 კვადრატულ მეტრ ფართობზე განლაგებული შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ახალციხე თვითმმართველი ქალაქი გახდა, მერიამ და მერიის სამსახურებმა, დროებით მუშაობა ახალციხის ადმინისტრაციულ შენობაში დაიწყეს, სადაც სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი და მუნიციპალიტეტის გამგეობაა განთავსებული.
თიკო კურტანიძე