“ნინო ბურჯანაძე–ერთიანი ოპოზიციის” სამცხე–ჯავახეთის რეგიონული კოორდინატორი პარტიის საარჩევნო პლაკატების დაზიანებაზე საუბრობს. ჯიმშერ გოგოლაური ამბობს, რომ საარჩევნო პლაკატები მათ ქალაქში გუშინ გააკრეს, თუმცა დღეს დილით ზარზმელის, თამარაშვილისა და ცხრა აპრილის ქუჩებზე ჩამოხეული დახვდათ.
“ნინო ბურჯანაძე–ერთიანი ოპოზიციის” სამცხე–ჯავახეთის რეგიონული კოორდინატორი ვარაუდობს, რომ პლაკატები “ქართული ოცნების ” აქტივისტებმა ჩამოხიეს.
ჯიმშერ გოგოლაურის თქმით, მმართველ პარტიას სპეციალური ჯგუფი ჰყავს გამოყოფილი, რომლებიც ღამის საათებში კონკურენტების პლაკატებს აზიანებს.
“ექოს” გადამღებმა ჯგუფმა ქალაქში, “ქართული ოცნებისა” და
“ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატების დაზიანებული საარჩევნო
პლაკატებიც დააფიქსირა.
ვინ და რატომ აზიანებს საარჩევნო პლაკატებს ახალციხეში და რას ფიქრობენ აღნიშნულთან დაკავშირებით საარჩევნო სუბიექტები? – თემაზე “მეცხრე არხი” მუშაობს და სიუჟეტს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.