ზარზმელის ქუჩაზე გიორგი კოპაძის ამომრჩეველთან შეხვედრისას “ნინო ბურჯანაძე–გაერთიანებული ოპოზიციის” აქტივისტსა და “ქრთული ოცნების” წარმომადგენელს შორის ინცინდენტი მოხდა.
პარტია “ნინო ბურჯანაძე–გაერთიანებული ოპოზიციის” აქტივსიტი ირწმუნება, რომ შეხვედრისას, იგი მერობის კანდიდატთან მივიდა და საარჩევნო პროგრამის ჩამონათვალი სთხოვა. პაატა ზუმბაძის თქმით უკმაყოფილება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ პროგრამაში სოფელ კლდეში განსახორციელებელი პროექტი ვერ აღმოაჩინა. იგი აცხადებს, რომ ამის გამო, შელაპარაკდნენ და ოცნების მეორობის კანდიდატმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ზუმბაძის მტკიცებით, ამის შემდეგ გიორგი კოპაძის ერთ–ერთ თანმხლები პირი მას ფიზიკურად გაუსწორდა.
თავად “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას მათი მხრიდან კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს რომ ადგილი პროვოკაციას ჰქონდა. გიორგი კოპაძის მტკიცებით, აღნიშნული პიროვნება ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
მოახდენენ თუ არა აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავები რეაგირებას, “მეცხრე არხი” დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით.