ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები 27 მაისს, ღამით ავტოავარიაში მოყვნენ. დაახლოებით 23:00 საათზე მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც მოსწავლეების ისხდნენ, ტრაილერს შეეჯახა. ავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა დაშავდა. ერთ–ერთი მათგანი თბილისში გადაიყვანეს, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. “მეცხრე არხის” ინფორმაციით, ამ დროისათვის დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.
პირველი სკოლის დირექტორის მაკა ჯანაშვილის თქმით, გუშინ მე–12 კლასის მოსწავლეებს ბოლო ზარი ჰქონდათ და სწავლის დამთავრებას აღნიშნავდნენ.
შემთხვევას საპატრულო პოლიციის დეტარტამენტის სამცხე–ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილება იძიებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლით.