ირაკლი ღარიბაშვილი უკვე ახალციხეშია. იგი ცენტრალურ პარკში შეკრებილ მოსახლეობას მიესალმა და სპეციალურად დამონტაჟებული სცენიდან მათ მიმართა.
“მე ბენდიერი ვარ, რომ ამ ისტორიული მიწიდან გესალმებით”–აღნიშნა პრემიერმა მისალმებისას.
ირაკლი ღარიბაშვილმა, თვითმართველობის არჩევნებისათვის საარჩევნო კანდიდატები ოფიციალურად წარადგინა.
ირაკლი ღარიბაშვლი ახალციხეში ჩამოსვლამდე, ბორჯომის მუნიციპალიტეტს ესტუმრა, სადაც ბორჯომის #1 ჩამოსასხმელი ქარხანა და მშენებარე სასტუმრო დაათვალიერა. დღესვე პრემიერი ჯავახეთში იმყოფებოდა.