ამ წუთებში, ირაკლი ღარიბაშვილი ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საროში იმყოფება, მან დასახლებამდე მისასვლელი გზა მოინახულა და მოსახლეობას შეხვდა.
პრემიერი დღეს დილიდან ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებშიც იმყოფებოდა.
ახალციხის ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას ირაკლი ღარიბაშვილი, მესხეთის პროფესიული დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართავს.
ამ დრიოსათვის, ქალაქის ცენტრალურ პარკში სცენის მონტაჯი მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ახალციხეში შეხვედრას 16:00 საათზე გამართავს.