ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადგილობრივ მეწარმეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს, სტანდარტებისა და მეტროლოგიის შესახებ, სემინარი ჩაუტარდათ.
შეხვედრის მიზანი ქართული პროდუქტის შიდა და ევროპულ ბაზარზე განთავსების ხელშეწყობაა.
ტრენინგი სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულმა სააგენტომ ჩაატარა. სემინარზე მიმოიხილეს საერთაშორისო და ევროპული სტანდარტები, მისი გამოყენების უპირატესობები და მეტროლოგიის გავლენა ყოველდღიურ ცხოვრებასა და ბიზნესზე. დამსწრე საზოგოებას, ასევე სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტის საერთაშორისო აღიარების მქონე ლაბორატორიების მომსახურებები გააცნეს.
ცნობადობის ამაღლების სემინარი სტანდარტებისა და მეტროლოგიის შესახებ, ევროკავშირის პროექტის ეგიდით, ქვეყნის მასშტაბით იმართება.
ავტორები: თიკო კურტანძე, რუსუდან გვარამაძე, ნანა ინასარიძე.