პოლიტიკურმა ალიანსმა, “არასაპარლამენტო ოპოზიცია” ახალციხის მერობის კანდიდატი დაასახელა.
თვითმართველობის არჩევნებზე ქალაქის მერობისათვის ნატალი სისვაძე იბრძოლებს.
კანდიდატი, ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ს გადაცემა “არჩევანის” ეთერში პოლიტიკური ალინსის თავმჯდომარემ, ფიქრია ჩიხრაძემ დაასახელა.
“პროფესიით იურისტი და ჟურნალისტი. სამოქალაქო სექტორსა და საპატრიარქოსთან იგი აქტიურად თანამშრომლობს და არაერთი სოციალური პროექტის ავტორია. ახალციხე ჩვენი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ქალაქია, სწორედ ამიტომ, ნატალი სისვაძის ამ ქალაქის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა, მას დიდ აქტუალობას შესძენს”–განმარტა ფიქრია ჩიხრაძემ, ნატალი სისვაძის მერობის კანდიდატად წარდგენისას.
ნატალი სისვაძის შესახებ დამატებით ინფორმაციასა და მის წინასაარჩევნო გეგმებს, “მეცხრე არხი” მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის, “არასაპარლამენტო ოპოზიციის” გარდა, ახალციხის მერობის კანდიდატი კიდევ ორმა პოლიტიკურმა ძალამ, “ქართულმა ოცნებამ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაასახელა.
2014 წლის თვითმართველობის არჩევნები 15 ივნისს გაიმართება.