საპარლამენტო
უმცირესობის წევრის, ტარიელ ლონდარიძის აზრით, პარლამენტმა
ანტიდისკრიმინაციული კანონი უნდა მიიღოს.
როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა
აღნიშნა, ერთია საპატრიარქოს პოზიცია და მეორეა, ზოგადად, ადამიანის
უფლებების დაცვის საკითხი.
“არანაირი შიშები არ გამაჩნია
იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული კანონპროექტი რამენაირად ხელს
შეუშლის საპატრიარქოს თავის საქმიანობაში და აქედან გამომდინარე
ვფიქრობ, რომ კანონი მიღებული უნდა იქნეს”, – მიაჩნია
ლონდარიძეს.
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დღევანდელი გადაწყვეტილებით, ანტიდისკრიმინაციული კანონის განხილვა
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დღის წესრიგში
რჩება.
კანონპროექტის განხილვას არასამათვარობო
სექტორის წარმომადგენლებიც დაესწრებიან, რომლებიც პროექტში გარკვეული
ცვლილებების შეტანას ითხოვენ.
“დისკრიმინაციის ყველა ფორმის
აღმოფხვრის შესახებ” კანონპროექტის პარლამენტში განხილვის შეჩერებას
საპატრიარქო ითხოვდა. ამასთან, ანტიდისკრიმინაციულ კანონს,
სავარაუდოდ, ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით უყრიან
კენჭს.