ავტოსაგზაო შემთხვევა ბორჯომში. დღეს, დაახლოებით 16:00 საათისთვის, თბილისი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე, ლიკანის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს ხაშურიდან მომავალი მსუბუქი ავტომანქანა და ახალციხიდან მიმავალი ტრაილერი შეეჯახნენ. ტრაილერი გზის მარჯვენა მხარეს არსებულ შენობას შეეჯახა, რის გამოც მანქანიდან მძღოლის გადმოყვანას მაშველები 1 საათის განმავლობაში ცდილობდნენ.
შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 2 მძღოლი და 1 მგზავრი ბორჯომის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
ტრაილერს ირანელი მძღოლი მართავდა, ხოლო მსუბუქი ავტომანქანა
სავარაუდოდ ხაშურის მკვიდრს ეკუთვნოდა.
თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი
გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. აღნიშნულ ინფორმაციას და
ფოტომასალას ტელეკომპანია ,,ბორჯომი” ავრცელებს.
როგორც ,,მეცხრე არხს” შ სს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუმარტეს, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. საქმეს, საპატრულო პოლიციის სამცხე–ჯავახეთის მთავარი სამმართველო იძიებს.