მდინარე მტკვარში
დაკარგული ალიკა ხმალაძის პოვნას მაშველები უკვე მეექვსე დღეა
ცდილობენ.
ასპინძის მუნიციპალიტეტის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით,
სამძებრო–სამუშაოებში სხვადასხვა მუნიციპალიტეტების საგანგებო
სიტუიაციების მართვის სამსახურის ყველა ბრიგადაა ჩართული.
მაშველები ამბობენ, რომ სამძებრო სამუშაოები ამინდის გაუარესებამ
გაართულა.
ასპინძაში მცხოვრები 33 წლის ალიკა ხმალაძე, მტკვრის სანაპიროზე მამასთან და ძმასთან ერთად იმყოფებოდა. იგი მდინარეში საცურაოდ შევიდა, რის შემდეგაც ოჯახის წევრებმა მისი პოვნა ვერ შეძლეს.
ასპინძაში უბედური შემთხვევა, 19 აპრილს, მტკვრის სანაპიროზე ეგრეთწოდებულ “გომებთან” მოხდა.