„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ახალციხეში ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ვერ მოახერხეს.
პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, მათ არ მიეცათ საშუალება საპრტესტო აქციის მიზეზზე ყოფილ პრემიერთან ესაუბრათ. მიუხედავად ამისა, როგორც გელა დემეტრაძე ირწმუნება, მათი პროტესტი შედეგს მაინც გამოიღებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის თქმით, რიგითი მოქალაქის დასაცავად სახელმწიფომ მთელი რესურსი გამოიყენა. გელა დემეტრაძის მტკიცებით, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტეირიტორიაზე, ივანიშვილის ვიზიტის დროს, სამართალდამცველები მთელი რეგიონიდან იყვნენ მობილიზებულნი.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 19 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილი ახალციხეში რეგიონული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. ყოფილი პრემიერის ქალაქში ვიზიტი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა გააპროტესტეს და მასთან შეხვედრა მოითხოვეს.
თიკო კურტანიძე