ამ წუთებში, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ტერიტორიული გაერთიანების რწმუნებულთა თანაშემწეების ატესტაცია მიმდინარეობს.
ადიგენის მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეთა ატეტაციის პირველი დღე ჭეჭლის ტერიტორიული გაერთიანების რწმუნებულმა პროტესტის ნიშნად დატოვა. იური ჯიმშერაძემ კომისიის წევრთა კითხვებს არ უპასუხა და სხდომათა დარბაზი დატოვა. როგორც მან ,,ექოსთან“ საუბარში განმარტა, პროტესტი ორი მიზეზით იყო გამოწვეული. რწმუნებულის თქმით, ორი კვირის წინ მას გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, ზაქარია ენდელაძემ უთხრა, რომ კონკურსი მისი თანამდებობიდან გათავისუფლების გამო დაინიშნა, გარდა ამისა, იური ჯიმშერაძე მიიჩნევს, რომ საკონკურსო საატესტაციო კომისიაში არასამთავრობო ორაგანიზაცია ,,საზოგადოებრივი დარბაზის“ ხელმძღვანელი, გოდერძი კუბლაშვილი არ უნდა იყოს, რადგან იგი მუსლიმ მოსახლეობას რამდენჯერმე დაუპირისპირდა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ტერიტორიული გაერთიანების
რწმუნებულთა ატესტაცია გუშინ, 22 აპრილს გაიმართა. 14 რწმუნებულიდან
კონკურსზე 2 : ვარხნისა და ბენარს ტერიტორიული გაერთიანებების
რწმუნებულები არ გამოცხადდნენ. მათი უფლება–მოსილების შენარჩუნების
ანდა შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას საკონკურსო საატესტაციო
კომისია 3 კვირის ვადაში მიიღებს.