ორშაბათს, 21 აპრილს ახალციხეში დილის 10:00 საათიდან 15:00 საათამდე საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით, ტრანსპორტი უფასოდ რუსთაველის ქუჩიდან რაბათის სასაფლაოს და ავტოსადგურიდან სომხური სასაფლაოს მიმართულებით იმოძრავებს.
ახალციხის გამგეობის ინფორმაციით, საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობის თანხა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაიფარება.