შინაგან საქმეთა მინისტრი რეგიონს არაოფიციალური ვიზიტით ესტუმრა. ალექსანდრე ჭიკაიძემ შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო, ახალქალაქის, ნინოწმინდის, ადიგენის და ასპინძის რაიონული სამმართველოები მოინახულა. ალექსანდრე ჭიკაიძე პირადად გაეცნო თანამშრომლებს და მათი მუშაობის პირობებს, ასევე მიიღო ინფორმაცია რეგიონში არსებული ვითარების შესახებ. მინისტრმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.
ვიდეო–მასალა ალექსანდრე ჭიკაიძის ვიზიტის შესახებ შსს–ს ვებ–გვერდზე გავრცელდა.