შინაგან საქმეთა მინისტრი
ახალციხეს ეწვია. ალექსანდრე ჭიკაიძე ამ წუთებში, რეგიონის
გუბერნატორთან და სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს
უფროსთან ერთად ახალციხის ციხეში, სასტუმრო ,,ჯინო
ველნესში” იმყოფება. შინაგან საქმეთა მინისტრი ახალციხეში
არაოფიციალური ვიზიტით იმყოფება. შეგახსენებთ, რომ მინისტრის
დასახვედრად ახალციხის ციხეში მზადება დილიდან მიმდინარეობდა. ადგილზე
მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.