საფინანსო პოლიციამ რამდენიმე საათის წინ რევაზ მერაბიშვილი დააკავა.
კონკრეტულად რის საფუძველზე მოხდა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის ტექნიკური ზედამხედველის დაკავება, ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე ვერ საუბრობს. ადვოკატის თქმით, მის დაცვისქვეშ მყოფს ჯერ არ შეხვედრია.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია გიორგი ქასრაშვილი და გურამ ფარცახაშვილიც.
ირაკლი ბარძიმაძის თქმით, გუშინ მთელი დღის განმავლობაში საოლქო პროკურატურაში მერაბიშვილის დაკითხვა საკუთარი განცხადების საფუძველზე მიმდინარეობდა, სადაც საფინანსო პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებს.
“ეს არის მათი დაშინების ერთ–ერთი მეთოდი” –განაცხადა “ექოსთან” ირაკლი ბარძიმაძემ.
თემაზე “მეცხრე არხი” მუშაობს დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.