სამცხე–ჯავახეთში,
,,ტენილი ყველის” მწარმოებელმა კომპანიამ მუშაობა
შეაჩერა. ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთში არსებული
საწარმო ფინანსური პრობლემების წინაშე დგას. ,,მზიანეთი”
ინვესტორს ეძებს. როგორც საწარმოს ერთერთმა დამფუძნებელმა,
ემზარ ჯვარიძემ ,,ექოსთან” განაცხადა, კომპანია
საინვესტიციო სახსრების სიმცირემ შეაწუხა.
“სამრეწველო რძე არ არის, გარდა ამისა, სხვა პრობლემებიცაა და ამიტომ გადავწყვიტეთ მუშაობა დროებით შევაჩეროთ. ფერმის გაკეთებას ვაპირებდი. კრედიტიც ავიღე და გასულ წელს 20 სული ძროხა ვიყიდე 15 %–იანი ბიზნეს სესხით. ბანკში მაშინ რეფინანსირებაზე დამთანხმდნენ, თუმცა, როცა პროექტის დეტალები ცნობილი გახდა, გადაფარვაზე უარი მითხრეს, ამიტომ გადავწყვიტე არსებული სესხის დასაფარად ძროხებიც გამეყიდა, რთული პერიოდია ამ ეტაპში საწარმოში, ვეძებ ინვესტორს, რომ ეს პრობლემები მოვაგვარო” – განაცხადა ემზარ ჯვარიძემ.
საწარმოს დამფუძნებელი აღნიშნავს,
რომ ის, ჭობარეთში ,,ტენილი ყველის” წარმოების
გარდა აგროტურიზმის განვითარებაზეც ზრუნავდა. ვიზიტორებს
საშაულება ჰქონდათ ტენილი ყველის წარმოებასა და კუთხურ სამზარეულოს
ადგილზე გაცნობოდნენ და ,,მესხური ოდა” დაეთვალიერებინათ. თუმცა
ყველის წარმოებასთან ერთად ,,მზიანეთში ამ ეტაპზე აგროტურებიც
შეჩერდა. თუ როდის განაახლებს საწარმო მუშაობას, ემზარ ჯვარიძე
ვერ აკონკრეტებს.
,,ტენილ ყველს” გასულ
წელს კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამიტომ არ მინდა რომ საწარმო
საბოლოოდ გაჩერდეს” – აცხადებს ემზარ
ჯვარიძე. შეგახსენებთ, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის,
გურამ ოდიშარიას ბრძანებით, 2013 წლის 13 ნოემბერს, ,,ტენილი
ყველის” დამზადების ტექნოლოგიას, არამატერიალური კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
იხილეთ სიუჟეტი ,,ტენილი ყველის” დამზადების ტექნოლოგიაზე, რომელიც ,,ექომ” 2012 წელს მოამზადა;