ახალციხის ციხის დირექტორის თანაშემწე და “სახალხო კრების” წევრი ლაშა ამირეჯიბი საკუთარი “ფეისბუქის” გვერდზე განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ სამართალდამცველების მიერ მისი დაკავებაა დაგეგმილი:
“მაქვს ინფორმაცია, რომ იგეგმება ჩემი დაკავება პროვოკაციის
საფუძველზე. ჩემი დაკავების გეგმა მოდულის შენობაში განუხილავთ
იტყობინება წყარო. განხილვას ესწრებოდა ბატონი გიორგი
ზედელაშვილი…ასევე, ეს ინფორმაცია დამიდასტურეს ახალციხეში, სადაც
სამცხე-ჯავახეთის (სუს)-ს უფროსი გახლავთ ბატონი დავით ლომიძე. როგორც
ჩანს დავით ლომიძემ სიხარული ვერ დამალადა და აცნობა თავის მეგობრებს
ახალციხეში მალე ამირეჯიბსაც მოვიშორებთო!!!.მივმართავ ბატონ გ.
ზედელაშვილს თქვენი პირველი შეცდომა არის ის, რომ დავით ლომიძე
ჩააყენეთ საქმის კურსში ჩემს დაკავებასთან დაკავშირებით,.კაცს
რომელსაც პირში არაფერი უჩერდება..
ბატონო გიორგი, მე კანონმორჩილი მოქალაქე გახლავართ. ჩემთვის
გასაგებია, რომ სიმართლე გაღიზიანებთ, მაგრამ მოგიწევთ მისი მოსმენა
სანამ ცოცხალი ვარ. მოგიწოდებთ სიმართლის მხარეს დადგეთ, უმჯობესი
იქნება თქვენთვის და თქვენვე წაგადგებათ. ბატონმა გიორგიმ გადაწყვიტა
ჩემი დაკავება, მხოლოდ იმიტომ, რომ მე სიმართლეს ვამბობ, სიმართლე კი
გარკვეულ წრეებსა და ადამიანებს ძალიან აღიზიანებთ. ველოდები თქვენს
მოქმედებებს..აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ მძალმიძს.!!” – ნათქვამია
განცხადებაში.