საქართველოს
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუბერნატორებთან დღევანდელ
სამუშაო შეხვედრაზე, გუბერნატორების სამთვიანი მუშაობის ანგარიში
განიხილეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონებში არსებულ მდგომარეობას და
მიმდინარე რეგიონულ პროექტებს.
პრემიერ–მინისტრმა გუბერნატორებისგან მოისმინა ინფორმაცია თითოეულ
რაიონში არსებული პრობლემებისა და ამ პრობლემების გადაჭრის გზების
შესახებ.
პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ–მინისტრი საგაზაფხულო ხვნა–თესვის
პროგრამითაც დაინტერესდა.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის მეთაური არჩილ
ხაბაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ
თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი აკაკი
ჩხენკელი.
წყარო: ინტერპრესნიუსი.