ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე პირველ რიგში გამგებლის თემა განიხილეს, სადაც ითქვა, რომ მალხაზ ჟუჟუნაძე გამგებლის მოვალეობას სააპელაციო სასამართლოდან პასუხის მიღებამდე შეასრულებს. შემდეგ კი მოვლენები პასუხის შესაბამისად განვითარდება. სააპელაციოში ბესიკ ბლიაძის საქმე მისმა ადვიკატმა 27 მარტს გაასაჩივრა, რომლის განხილვაც სამი დღის ვადაში მოხდება.
ამ დროისათვის სხდომაზე ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ოპტიმიზაციის თემას განიხილავენ.
შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის ახალი კანონის მიხედვით, ახალციხე თვითმმართველი ქალაქი ხდება, ხოლო ტერიტორია 4 მუნიციპალიტეტად დაიყოფა.
სხდომის შესახებ დეტალებს “მეცხრე არხი” მოგვიანებით მოგაწვდით.