სვირის მეოცე საარჩევნო უბანზე კომისიის ახალი თავმჯდომარე აირჩიეს. სხდომა 13 სექტემბერს გაიმართა. წევრების გადაწყვეტილებით, საარჩევნო უბანს ცირა ყიფიანი უხელმძღვანელებს.
თავმჯდომარის მოადგილედ პირველ სხდომაზე არჩეული თეიმურაზ კაპანაძე დარჩა, ხოლო მდივნად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ნათელა ბიბილური.
შეგახსენებთ. რომ სწორედ ბიბილურის პარტიულობა გახდა მიზეზი იმისა, რომ კომისიის წევრებმა იგივე უბანზე ახალი მდივანი არალეგიტიმურად აირჩიეს. ცნობილი გახდა, რომ კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს ბუღუტი ღონღაძეს სხდომა არ მოუწვევია და როგორ მოხდა ეკატერინე ხალაძის არჩევა უცნობია. არ ჩანს განკარგულებები, რომელიც პირველად არჩეულმა მდივანმა ნათელა ბიბილურმა შეავსო. კომისიის წევრების ნაწილი ირწმუნებოდა, რომ მდივნის შეცვლა „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსის გიორგი გვარამაძის მოთხოვნით მოხადა, ნაწილი კი განმარტავდა, რომ ბიბილურმა პოზიციაზე უარი საკუთარი ნებით თქვა, თუმცა ეს შესაბამის დოკუმენტებში ასახული არ არის.
37–ე ახალციხის საოლქო კომისიის გადაწყვეტილებით, თავმჯდომარე ბუღუტი ღონღაძესა და არალეგიტიმურად არჩეულ მდივანს ეკატერინე ხალაძეს უფლებამოსილება შეუწყდა.
ავტორები: თიკო კურტანიძე, ნანა ინასარიძე.