ადიგენის მუნიციპალიტეტის
მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგები ცნობილია. ვაკანტური
თანამდებობების მიხედვით,
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტის
პოსტი იურიდიულ საკითხებში შავლეგ ტყემალაძემ დაიკავა.
საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტი მატერიალურ-ტექნიკური
უზრუნველყოფის საკითხებში დალი ჯანელიძე გახდა.
მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის
გავითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი მშენებლობისა და სივრცითი
მოწყობის საკითხებში – ბესიკ ბოჩიკაშვილი; გამგეობის ეკონომიკისა და
ინფრასტრუქტურის გავითარების სამსახურის სპეციალისტი მშენებლობისა და
სივრცითი მოწყობის საკითხებში – თეიმურაზ მსხვილიძე; თვითმმართველი
ერთეულის გორგულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული – ვაჟა
მერაბიშვილი; ლელოვანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თანაშემწე
იოსებ კუბლაშვილი; ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის
სახანძრო-სამაშველო სამსახურის მთავარი სპეციალისტი – მამუკა
გოგრიჭიანი.
საჯარო მოხელის კონკურსში მონაწილე პირებს, საშუალება აქვთ საკუთარი შედეგები გაასაჩივრონ. ამისათვის მათ განცხადებით საკრებულოში შექმნილ საპრეტენზიო კომისიას 2 დღის ვადაში უნდა მიმართონ, რომელსაც ფრაქცია ,,მაჟორიტარების“ თავმჯდომარე, მამუკა ფაილოძე ხელმძღვანელობს. როგორც საკონკურსო კომისიის ერთ–ერთი წევრი, მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე აღნიშნავს, კანდიდატები პროფესიონალიზმისა და პიროვნული უნარ–ჩვევების საფუძველძე შირჩნენ. კანდიდატების შერჩევისას კომისიის სხდომას დღეს კომისიის ერთ–ერთი წევრი, დავით ოგანესიანი არ ესწრებოდა.
შეგახსენებთ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში შვიდ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი 20 იანვარს გამოცხადდა. 89 კანდიდატიდან კომისიამ საბოლოოდ 7 მათგანი შეარჩია.