ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, საკონკურსო კომისიამ
გასაუბრების ეტაპი დაიწყო. სპეციალურად შექმნილი საატესტატო კომისიის
წინაშე, ორ ვაკანსიაზე 33 პრეტენდენტი წარსდგება. გასაუბრება ორ
პოზიციაზე მიმდინარეობს.
თავდაპირველად მატერიალურ ტექნიკურ უზრუნველყოფის საკითხებში
საკრებულოს მთავარი სპეციალისტი შეირჩევა, სადაც გასაუბრებას 21
ადამიანი გაივლის. შემდეგ კი, 12 ადამიანიდან იურიდიულ საკითხებში
საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტი შეიჩევა.
პრეტენდენტებს სპეციალურად შექმილი საკონკუროს კომისიის 7 წევრიდან
მხოლოდ 6 შეაფასებს. გამგეობაში აცხადებენ, რომ კომისიის ერთ–ერთი
წევრი გარკვეული მიზეზების გამო გასაუბრებას ვერ დაესწრება.
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ პრეტენდენტები
სხვადასხვა ვაკანტურ ადგილებზე გამოცხადებულ კონკურსს, ეტაპობრივად
გაივლიან.