“სახალხო კრების” წევრი ლაშა ამირეჯიბი ვიცეპრემიერ კახი კალაძეს,
პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და უმრავლესობის წევრ გია ვოლსკის
მიმართავს და აფრთხილებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ერთი
რაიონის წაგებაც კი, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში
მობრუნების დასაწყისს ნიშნავს. „მივმართავ კახი კალაძეს, ირაკლი
ღარიბაშვილს, გიორგი ვოლსკის და სხვებს ვინც ჩართულია თვითმართველობის
არჩევნების სიების ჩამოყალიბებაში. ასევე,
მივმართავ “ქართული ოცნების” რეგიონული სამსახურის
უფროსს მალხაზ მჭედლიშვილს, ყურადღებით მოეკიდოს მის მიერ
დასამტკიცებლად წარდგენილ კანდიდატურებს, რომლებსაც იგი არჩევს ან მას
აწვდიან გაურკვეველი სამსახურები. უმძიმესი მდგომარეობაა რაიონებსა და
რეგიონებში. შეეცადეთ სიები დატვირთოთ გულანთებული მხარდამჭერებით და
არა (სუს)-ს შემოცურებული აგენტებითა და პირწავარდნილი ნაც-მოძრაობის
მორწმუნეებით, თორემ არჩევნებს აუცილებლად წააგებთ!!!
და მოგიწევთ არჩევნების გაყალბება. გაყალბებას კი, დიდი ვაი-ვიში
მოჰყვება პარლამეტში თუ პარლამენტს გარეთ. ერთი რაიონის წაგება კი
ნიშნავს ნაცების ხელისუფლებაში მობრუნების დასაწყისს. გარკვეული
ძალები ცდილობენ იმ ხალხის ჩამოშორებას რომლებმაც რაიონებში თუ
ქალაქებში ორი არჩევნები მოიგეს “ქართული ოცნების” სასარგებლოდ.
ბატონო კახი, არჩევნების წაგებას საქართველოს მოსახლეობა არ
გაპატიებთ! არც თქვენ და არც თქვენს ხელისუფლებას!“, – აცხადებს ლაშა
ამირეჯიბი. წყარო: NEWS.GE
![1](/images/old/2014/03/1.jpg?w=250)
“სახალხო კრების” წევრი
ლაშა ამირეჯიბი ვიცეპრემიერ კახი კალაძეს, პრემიერმინისტრ ირაკლი
ღარიბაშვილს და უმრავლესობის წევრ გია ვოლსკის მიმართავს და
აფრთხილებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ერთი რაიონის წაგებაც
კი, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში მობრუნების
დასაწყისს ნიშნავს.
„მივმართავ კახი კალაძეს, ირაკლი ღარიბაშვილს, გიორგი
ვოლსკის და სხვებს ვინც ჩართულია თვითმართველობის არჩევნების სიების
ჩამოყალიბებაში. ასევე, მივმართავ “ქართული ოცნების”
რეგიონული სამსახურის უფროსს მალხაზ მჭედლიშვილს, ყურადღებით
მოეკიდოს მის მიერ დასამტკიცებლად წარდგენილ კანდიდატურებს, რომლებსაც
იგი არჩევს ან მას აწვდიან გაურკვეველი
სამსახურები.
უმძიმესი მდგომარეობაა რაიონებსა და რეგიონებში.
შეეცადეთ სიები დატვირთოთ გულანთებული მხარდამჭერებით და არა (სუს)-ს
შემოცურებული აგენტებითა და პირწავარდნილი ნაც-მოძრაობის
მორწმუნეებით, თორემ არჩევნებს აუცილებლად წააგებთ!!!
და მოგიწევთ არჩევნების გაყალბება.
გაყალბებას კი, დიდი ვაი-ვიში მოჰყვება პარლამეტში თუ
პარლამენტს გარეთ. ერთი რაიონის წაგება კი ნიშნავს ნაცების
ხელისუფლებაში მობრუნების დასაწყისს.
გარკვეული ძალები ცდილობენ იმ ხალხის
ჩამოშორებას რომლებმაც რაიონებში თუ ქალაქებში ორი არჩევნები მოიგეს
“ქართული ოცნების” სასარგებლოდ.
ბატონო კახი, არჩევნების წაგებას საქართველოს
მოსახლეობა არ გაპატიებთ! არც თქვენ და არც თქვენს
ხელისუფლებას!“, – აცხადებს ლაშა ამირეჯიბი.
წყარო: NEWS.GE