ადიგენის
მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილი საკონკურსო კომისიის
თავმჯდომარე, თემურ ფეიქრიშვილი გახდა. იგი ამ დრომდე, საპრეტენზიო
კომისიის თავმჯდომარედ მოიაზრებოდა. რაც შეეხება ადიგენის საკრებულოს
თავმჯდომარეს, რომელიც თვითმმართველობაში მოხელეთა შესარჩევად შექმნილ
საკონკურსო კომისიას ხელმძღვანელობდა, დღეს აღნიშნული პოსტი დატოვა.
გივი ენდელაძემდე კომისია კიდევ ორმა წევრმა, ადიგენის გამგებლის
მოვალეობის შემსრულებელმა არსენ ბალახაშვილმა და მისმა მოადგილემ ზაზა
ძინძიბაძემ დატოვა.
დღეიდან, გივი ენდელაძის ნაცვლად, კომისიას მისი მოადგილე, თემურ
ფეიქრიშვილი უხელმძღვანელებს.
საკონკურსო კომისია ადიგენში 10 თებერვალს შეიქმნა, 7 კაციან კომისიას
1 წევრი აკლია. თემურ ფეიქრიშვილი ამბობს, რომ კომისია სრულად ხვალ
დაკოპლექტდება, ამასთანავე, მომავალ კვირას გაირკვევა კანდიდატებთან
გასაუბრების ვადები.