სამცხე-ჯავახეთის რეგიონში
მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები იწყება.
ღეიდან ბორჯომის, ადიგენის, ახალქალაქის, ასპინძის, ახალციხისა და
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის საყოველთაო აღწერის
მოსამზადებელი სამუშაოები იწყება, რომელიც თითოეული დასახლების
მიხედვით შენობებისა და მათში ფაქტიურად მცხოვრები ოჯახების სიების
შედგენას ითვალისწინებს. ამისთვის საქსტატმა მოამზადა 230
რეგისტრატორი, რომელიც ზემოაღნიშნულ სამუშაოებს 14 დღის განმავლობაში
ჩაატარებს.
საქსტატის ინფორმაციით, 5 მარტს დასრულდება მოსამზადებელი სამუშაოები
შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში. მოსამზადებელი
სამუშაოები უკვე ჩატარდა აჭარის, გურიის, კახეთის, სამეგრელოს
რეგიონებში და დედაქალაქში. ოჯახების სიების შედგენა 20 მარტიდან
გაგრძელდება ქვემო ქართლის რეგიონში, ხოლო აპრილში, აღწერის
მოსამზადებელი ეტაპი იმერეთის რეგიონით დასრულდება.
საყოველთაო აღწერის მოსამზადებელ სამუშაოებზე სულ 4 ათასი ადამიანი
დასაქმდება.
საქსტატის ცნობით, მოსახლეობის საყოველთაო აღწერა, მოსამზადებელი
სამუშაოების დასრულების შემდეგ, საქართველოს მოსახლეობის აღწერის
საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, 2014 წლის 5-19
ნოემბერს ჩატარდება. ამ მიზნისთვის შეირჩევა 15 ათასამდე ადამიანი,
რომელიც მოსახლეობას სპეციალური კითხვარების მეშვეობით ინდივიდუალურად
გამოკითხავს.