თვითმკვლელობა
ახალციხეში. წუხელ, გვიან ღამით, ცხრა აპრილის ქუჩაზე, პირველადი
ვერსიით, 21 წლის ახალგაზრდამ თავი ჩამოიხრჩო. თვითმკვლელობის
მიზეზებზე „მეცხრე არხთან“ ოჯახის წევრები და ახლობლები არ საუბრობენ.
მათი თქმით, გარდაცვლილი ახალგაზრდა ქუთაისში, მესამე ქვეით ბრიგადაში
კონტრაქტით მსახურობდა. 28 თებერვალს, იგი ახალციხეში ჩამოვიდა, დღეს
დილით კი ნაწილში დაბრუნებას აპირებდა. შემთხვევა საცხოვრებელი ბინის
მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება, სამცხე–ჯავახეთის სამხარეო
სამმართველოში, სისხლის სამართლის კოდექსისი 115–ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გამოძიების
ინტერესებიდან გამომდინარე შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვა
დეტალებს არ ახმაურებენ.
რა გახდა 21 წლის ახალგაზრდის თვითმკვლელობის მიზეზი, „ექო“ დეტალებს
არკვევს და მოგვიანებით მოგაწვდით.